მედვედევი ბრაკონიერებისთვის ჩამორთმეული ტექნიკის ჯარისთვის გადაცემას ემხრობა
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ბრაკონიერებისთვის ჩამორთმეული ტექნიკის რუსეთის ჯარისთვის გადაცემა მოითხოვა.
მის სიტყვებს РИА Новости ციტირებს.
"ვიღებ ინფორმაციას, ამის შესახებ ჟურნალისტები და სამხედრო კორესპონდენტები აცხადებენ, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბევრია ბრაკონიერებისთვის ჩამორთმეული ტექნიკა, სხვადასხვა კონტრაბანდისტებისა და მოძალადეებისგან. ეს არის ტექნიკა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში." - განაცხადა რუსეთის ექსპრეზიდენტმა.
მედვედევმა თქვა, რომ საუბარია ჩქაროსნულ კატარღებზე, მანქანებზე, სატვირთო ავტომობილებზე და სხვა აღჭურვილობაზე.