ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის ლოკალიზება შეძლეს
4 მარტს, 05:00 საათის (თბილისის დროით 07:00) შემდეგ უკრაინელმა მეხანძრეებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ცეცხლის ჩაქრობა დაიწყეს, რომელსაც რუსი ოკუპანტები ესროდნენ.
ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხუთსართულიანი სასწავლო კორპუსი იწვოდა.
"დაზვერვის შედეგად დადგინდა, რომ მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე მდებარე ობიექტებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით დაღუპულები და დაშავებულები არ არიან", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებაში.
ხანძრის ჩაქრობაში 44 ადამიანი და 11 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ცეცხლის ლოკალიზება 55 წუთში მოხერხდა.
მანამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტები მეხანძრეებს სადგურში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.