მელონი პუტინის გამოსვლაზე: ჩვეულებრივი პროპაგანდაა, ფაქტები სულ სხვაა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, ირპინში ვიზიტის დროს, კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლაზე. ამის შესახებ La Stampa 21 თებერვალს იტყობინება.
"ჩემი გულის ნაწილი იმედოვნებდა, რომ ის სხვა სიტყვებს იტყოდა, რაც დღეს დილით მოვისმინეთ, ჩვეულებრივი პროპაგანდაა, მაგრამ ფაქტები სულ სხვაა. მისი თქმით, ის მუშაობდა დიპლომატიაზე, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ვიღაც დამპყრობელია და ვიღაც კი თავს იცავს. პარადოქსი ის არის, რომ ვინც ამ აგრესიის მსხვერპლია, მაინც ის ცდილობს სამშვიდობო გეგმის წარდგენას", - განაცხადა მან.
მელონიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები ევროპისთვის იბრძვიან.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ირპენში ხელი მოაწერა უკრაინის დროშას და დაწერა: "თქვენს გვერდით!"