მელონის თქმით, ტრამპი დათანხმდა უკრაინისთვის მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიას

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპი დათანხმდა უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (ჩანაწერი კოლექტიური თავდაცვის შესახებ) მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს.
State Of Play: ამის შესახებ ჯორჯა მელონიმ ამერიკელი პრეზიდენტისა და ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა - სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი, გასული ღამით ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შინაარსზე.
- მელონის თქმით, "ყველაზე საინტერესო განვითარება" გუშინდელი შეხვედრიდან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს ეხებოდა.
- ამ კონტექსტში მელონიმ, იტალიის მიერ გასულ თვეებში გაჟღერებული იდეაზე ისაუბრა - ინიციატივის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი, მაგრამ მიიღებს ნატოს მეხუთე მუხლით "შთაგონებულ და მსგავს" გარანტიას.
- "წინადადების საწყისი პრინციპი უკრაინას მისცემს საშუალებას ისარგებლოს კოლექტიური თავდაცვის სიკეთით და მიიღოს მხარდაჭერა მისი ყველა პარტნიორისგან, შეერთებული შტატების ჩათვლით, პარტნიორებს, რომლებიც მზად იქნებიან იმოქმედონ, თუ კი უკრაინა კიდევ ერთხელ აღმოჩნდება თავდასხმის ქვეშ"- განმარტავს მელონი.
Big Picture: ცოტა ხნით ადრე, СNN ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ ინიციატივაზე საუბარი იყო ამერიკისა და ევროპელი ლიდერების წინა ონლაინ კონფერენციის დროს, რომელიც 13 აგვისტოს შედგა.
- ტელეარხთან საუბარში წყარო ამბობდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველჰყოფაში უშუალოდ ნატო არ ჩაერთვება, ამასთანავე უცნობია სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, მაგალითად თუ როგორ იმუშავებს უზრუნველჰყოფის მექანიზმი.
- უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ცალკეულ პუნქტად იყო გამოყოფილი ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებაში და აღნიშნული იყო, რომ მიესალმებიან შეერთებული შტატების მზაობას მიიღონ მონაწილეობა პროცესში.
Zoom In: მეტიც, უკრაინსკა პრავდას ცნობით, უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ალასკაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
- წყაროს ცნობით ინიციატივა მოიხსენიება შემდეგ სახელით: NON-NATO Article 5 Security Guarantee.
- გამოცემის ევროპული წყარო ამბობს, რომ ლიდერებთან საუბარში ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ პუტინი ასეთ პუნქტზე თანახმაა.
Zoom Out: უშუალოდ კრემლის ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრამპთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ ეთანხმება ტრამპს, რომ "საჭიროა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველჰყოფაც."
- გასულ თვეებში რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები "კატეგორიულად მიუღებელს" უწოდებდნენ უკრაინაში ევროპული სახელმწიფოების ჯარების განთავსების ინიციატივას.
- მიმდინარე წლის მარტში სერგეი ლავროვი ამბობდა, რომ უკრაინაში ნატოს წევრი სახელმწიფოების ჯარების განლაგება, "ნებისმიერი დროშით და ნებისმიერი სტატუსით" მიუღებელია რუსეთისთვის, რადგანაც ეს განხილული იქნება როგორც საფრთხე.
- მაისში ლავროვმა გაიმეორა, რომ უკრაინაში უცხოური ჯარების განლაგებაზე "საუბარიც კი წარმოუდგენელია."
- მარტში უკრაინაზე ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი შეთანხმების გავრცელებას "მიუღებელი" უწოდა ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა - მისი თქმით, ეს წინააღმდეგობაშ მოდის უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან, რაც რუსეთის "უცვლელი" მოთხოვნაა.
Сontext: ვლადიმირ პუტინთან გამართული 3-საათიანი სამიტის შემდეგ, რომელიც კონკრეტული შედეგის დასრულდა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროა მუშაობა დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე და არა დროებით ზავზე, "რომელიც ხშირად ირღვევა."
- გასულ დღეებში ტრამპი ამბობდა, რომ პუტინთან შეხვედრისას მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფა იქნებოდა.
- ამავე პოსტში ამერიკელი პრეზიდენტი 18 აგვისტოს ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აანონსებს - "თუ კი ყველაფერი კარგად წავა შემდეგ ჩაინიშნება სამმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან."
- ეს 28 თებერვალს თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ უკრაინელი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება შეერთებულ შტატებში.
- სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ დონალდ ტრამპის მოწოდებების შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა "რეალური" მშვიდობა და "არა პაუზა" რუსეთის შემდგომ შეჭრამდე.
Go Deeper: სტანოვაია: სამიტი პუტინის გამარჯვებად აღიქმება, მაგრამ ხელშესახები შედეგის გარეშე