МИД პასუხი აშშ-ს: გარანტიის არქონის პირობებში სამხედრო ზომებსაც განვიხილავთ

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დეკემბერში მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, დასავლეთის წერილზე პასუხის პასუხი გაგზავნა. 

МИД-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკული მხარისგან რუსეთმა ვერ მიიღო კონსტრუქციული და დამაკმაყოფილებელი პასუხები მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. 

ამის ფონზე რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანამ ამერიკული მხარე არ წარმოადგენს რუსეთისთვის აუცილებელ და დამაკმაყოფილებ გარანტიებს რუსეთი უფლებას იტოვებს იმოქმედოს სამხედრო გზებითაც. 

"ამერიკული მხარის ნების არარსებობის პირობებში მოილაპარაკოს მყარ იურიდიულ, სავალდებულო ხასიათის გარანტიებზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენ უსაფრთხოებას, რუსეთი იძულებული იქნება ირეაგიროს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ზომებითაც",- წერია საგარეო უწყების განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები