მილერი: საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-სთან ურთიერთობა

16 ივლისს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, აშშ-სთან და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობები საფუძვლიანად შეიცვალა.

„საქართველოს მთავრობამ გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. დავინახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს აშორებს დემოკრატიისგან. როგორც ისაუბრეთ კანონზე, რომელიც მათ მიიღეს და ეფექტებზე, რომლებიც მას შეიძლება ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე და შეუძლია მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს დემოკრატიულ უფლებებზე. საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-სთან ურთიერთობები და არა მხოლოდ, ევროპის ქვეყნებთანაც“, - განაცხადა მილერმა.

15 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომენტარს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, სადაც იგი ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის...“.

„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს“ - უპასუხა მილერმა ჟურნალისტს. 

„სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ, რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ გამოძიება გაგრძელდება. ისვე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან, არ გაკეთებიდან უპასუხისმგებლო განცხადებები ფაქტების გაგებამდე, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“ - განაცხადა მილერმა.

კონტექსტი

მიუხედავად აშშ-ს, ევროპის ქვეყნებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებისა და რჩევებისა, არ მიეღო საქართველოს მთავრობას "რუსული კანონი", რომელიც მრავალმხრივი პროტესტების ფონზე მიმდინარეობდა, 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მაინც მიიღო ის. დასავლელი პარტნიორები მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და შეცვლილ რიტორიკას საპასუხო ნაბიჯებით უპასუხეს. 

ივლისს გახდა ცნობილირომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაგეგმილი ყოველწლიურიმრავალეროვნული სამხედრო წვრთნები “ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი დროით გადადოპენტაგონის ოფიცალური განცხადების თანახმად, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გამოწვეულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ. ცრუ ბრალდებებში იგულისხმება ის ნარატივი, რომლის თანახმადაც, თითქოს, აშშ და დასავლელი მოკავშირეები „ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, რათა გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად“ და თითქოს აშშ-ს „მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში“.

ივლისსევროკავშირის ელჩმა საქართველოშიპაველ ჰერჩინსკიმ განაცხადარომ EU-მაევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებშისაქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩარაჰერჩინსკიმ ასევე განაცხადარომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულია.

10 ივლისსგერმანიის ელჩმა საქართველოშიპეტერ ფიშერმა განაცხადარომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა საკვირველად შეცვლილია და მათ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო შეიცვალა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკაც საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. გერმანიის ელჩის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებენ. 

 

მსგავსი სიახლეები