მილი: რუსეთი დამარცხდა უკრაინაში სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად

აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის მეთაურმა უკრაინაში ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთის არმიას ომის დაწყების შემდეგ არანაირი წარმატება არ ჰქონია. 

ამის შესახებ მარკ მილიმ უკრიანის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

"რუსები დამარცხდნენ ყოველ ჯერზე. ისინი დამარცხდნენ სტრატეგიულად, ისინი დამარცხდნენ ოპერატიულ დონეზე და ვიმეორებ, ისინი დამარცხდნენ ტაქტიკურად. მათ არ გამოუვიდათ არაფერი, რის მიღწევასაც ცდილობდნენ",- თქვა მილიმ. 

ამერიკელი გენერლის თქმით, უშედეგო იყო რუსეთის მხრიდან მიმდინარე ომის სტრატეგიული გადააზრებაც კიევთან განცდილი მარცხის შემდეგ. 

"900 კილომეტრიანი ფრონტის გასწვრივ უკრაინელები აღწევდნენ წარმატებას წარმატებაზე, ხოლო რუსები ყოველ ჯერზე განიცდიდნენ მარცხს". 

ამასთანავე, გენერალმა მილიმ განაცხადა, რომ ყირიმის უახლოეს მომავალში გათავისუფლების შანსი მაღალი არაა და შესაძლოა, პოლიტიკურ გადაწყვეტას უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს. 

მსგავსი სიახლეები