მიწისძვრა იაპონიაში: 92 ადამიანი დაიღუპა, 460 - დაშავდა და 240 - დაკარგულად ითვლება

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 92-მდე გაიზარდა, 460 დაშავდა, 242 კი დაკარგულად ითვლება.

ამის შესახებ ABC News წერს.

პარასკევს, დილის მდგომარეობით, დაღუპულთა რიცხვი იყო 92.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთაგან 55 ქალაქ ვაჯიმაში იყო და 23 - სუზუში. კიდევ 13 ადამიანი მეზობელ ქალაქებში დაიღუპა. 460-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.

ოფიციალური პირების თქმით, 242 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. დაკარგულთაგან ბევრი ხანდაზმული ადამიანია ქალაქ ვაჯიმადან და სუზუდან, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ მიწისძვრით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ხალხი ახალი წლის აღსანიშნავად ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

2 იანვარს, იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც სახლები დაანგრია ნოტოს ნახევარკუნძულზე და ხანძარი გამოიწვია იშიკავას პრეფექტურის ქალაქ ვაჯიმაში.

მსგავსი სიახლეები