მოკავშირეებმა უკრაინისთვის 800 ათასი ჭურვის თანხა თითქმის სრულად შეაგროვეს

ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის 800 ათასი ჭურვის შესაძანი თანხა თითქმის რთულად შეაგროვეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს. 

საუბარია ჩეხეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც მოკავშირეებმა ევროპის ფარგლებს გარეთ 800 ათასი ჭურვი უნდა შეიძინონ. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ჭურვებისთვის საჭირო 2 მილიარდი დოლარი თითქმის სრულად შეკრებილია და საბრძოლო მასალის გადაცემა შესაძლოა შესაძლოა მომდევნო კვირებში დაიწყოს. 

თებერვალში მიუნხენის კონფერენციაზე პეტერ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთმა საზღვარგარეთ 155 მილიმეტრის 500 ათასი და 122 მილიმეტრის 300 ათასი ჭურვი იპოვა და ეს ქვეყნები მზად არიან საბრძოლო მასალის გასაყიდად. 

ჩეხეთი ძალისხმევის მთავარი კოორდინატორია, შესაბამის ფონდში შენატანები უკვე შეიტანა: გერმანიამ, საფრანგეთმა, პოლონეთმა, კანადამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ლიეტუვამ. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მომდევნო კვირაში მოკავშირეები ჭურვების მიწოდების გრაფიკის შეთანხმებას დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები