მოკლული ექს-პრემიერის პარტიამ იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა
იაპონიის მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებში დამაჯერებელი უმრავლესობა მოიპოვა.
LDP და მისი პარტნიორი პარტია კომეიტო 125 მანდატიდან 75-ის გაკონტროლებას შეძლებს, წერს იაპონური მედია.
სუპერ-უმრავლესობა მათ იაპონიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას მისცემს.
მმართველი პარტიის შთამბეჭდავი შედეგი რამდენიმე დღის წინ იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს მკვლელობას მოჰყვა.
აბე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის მთავრობას ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მართავდა.
მის ერთ-ერთ ცენტრალურ პროექტად იაპონიის პაციფისტური კონსტიტუციის შეცვლა და ქვეყანაში სამხედრო ძალების როლის გაძლიერება წარმოადგენდა.
სავარაუდოდ, აბეს პარტია ყოფილი პრემიერის ხედვის განხორციელებას შეძლებს, წერენ ანალიტიკოსები.
შინძო აბე 8 ივლისს ქალაქ ნარაში მოკლეს, როცა ის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა.
ბრალდებული, 41 წლის ტეცუია იამაგამი აცხადებს, რომ ის აბეს პოლიტიკით იყო უკმაყოფილო.