მოლდოვა ამერიკისგან ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის 500 000 დოზას მიიღებს
მოლდოვა პირველი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის გეგმის მიხედვით ვაქცინებს მიიღებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ტვიტერზე თეთრ სახლს მადლობა გადაუხადა "ჯონსონ & ჯონსონის" ვაქცინის 500 000 დოზისთვის.
------------------------------------------------------
"ჯონსონ & ჯონსონის" ვაქცინა ერთი დოზით კეთდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, კლინიკური ცდებისას აცრამ ვირუსით ინფიცირების პრევენცია 66.3%-იანი ეფექტურობით შეძლო.