რეჩანი: რუსეთს მოლდოვის დესტაბილიზაციის რამდენიმე სცენარი აქვს

კრემლს მოლდოვის რესპუბლიკიდან ახალი ფრონტის გახსნა სურს და ეს რუსეთის მხოლოდ ერთ-ერთი გეგმაა. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა, იუწყება Moldova1.

მან დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადება, რომ უკრაინულმა დაზვერვამ მოიპოვა რუსული დოკუმენტები, რაც მიუთითებს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმებზე.

"მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ არსებობს დესტაბილიზაციის კიდევ რამდენიმე სცენარი. ეს მოიცავს რამდენიმე ელემენტს, მაგრამ ჩვენი ინსტიტუტები მზად არიან შეხვდნენ ასეთ გამოწვევებს", - განაცხადა რეჩანმა.

მისი თქმით, მოლდოვამ საგრძნობლად გააძლიერა თავისი შესაძლებლობები მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდა.

"ნება მომეცით გავიმეორო: ჩვენი მიზანია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, მათ შორის დნესტრის მარცხენა ტერიტორიის მიმართ. მოლდოვის რესპუბლიკა მხარს უჭერს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას და ჩვენ უნდა შევათანხმოთ ჩვენი მიზნები, მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

მსგავსი სიახლეები