მოლდოვის ყოფილი პრო-რუსი პრეზიდენტი ღალატის საქმეზე 72 საათით დააკავეს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი სახელმწიფო ღალატის საქმეზე 72 საათით დააკავეს. დოდონის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სახელმწიფო ღალატი მათ შორის ერთ-ერთია. 

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Deschide.Md ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დოდონის გარდა დაპატიმრებულია მისი სიძე პეტრუ მირიანინუ, რომელიც მტკიცებულების განადგურებას ცდილობდა. 

დოდონის დაკავებას წინ უძღოდა ჩხრეკა მის სახლში. დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 18 მაისს აღიძრა - სამართლებრივი დევნის საფუძველი 2020 წელს ყოფილი დეპუტატის იური რეშიცეს მიერ გამოქვეყნებული კადრები იქცა, რომელზეც მოლდოვის უმდიდრესი ადამიანი მაშინდელ პრეზიდენტს იგორ დოდონს პაკეტს აწვდის. რეშიცეს თქმით პაკეტში დიდი თანხა იყო. 

ამავდროულად ჩანაწერში დოდონი და პლახოტნიუკი საპარლამენტო კოალიციის შექმნას განიხილავენ, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. 

თავის მხრივ დოდონი ყველა ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. 

 

მსგავსი სიახლეები