მორავიეცკი: პოლონეთი რუსულ ენერგორესურსებზე წლის ბოლომდე უარს იტყვის
პოლონეთი რუსულ ნავთობზე, გაზზე და ქვანახშირზე 2022 წლის ბოლომდე უარს იტყვის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ 30 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ რუსული ენერგორესურსებისგან თავის დაღწევის ყველაზე რადიკალურ გეგმას ევროპაში", - განაცხადა მორავიეცკიმ.
მისი თქმით, პოლონეთი რუსული ქვანახშირის შესყიდვას მაისის ბოლომდე შეწყვეტს, ხოლო წლის ბოლომდე - ნავთობისა და გაზის.
მორავიეცკიმ ასევე ევროკომისიას მოუწოდა რუსულ ნახშირწყალბადებზე გადასახადი დააწესოს.
პოლონეთის პრემიერმა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს მოუწოდა პოლონეთის მაგალითი გაიზიარონ.