მორავიეცკი: პოლონეთმა რუსებზე ვიზების გაცემა მინიმუმამდე შეამცირა

პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ცალსახად საუბრობს რუსების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის აუცირებლობაზე. პოლონეთმა უკვე შეზღუდა რუსებისთვის ვიზების გაცემა.

ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ პარასკევს ვარშავის მახლობლად მდებარე ოსიეკის კომუნაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform პოლონურ რადიოზე დაყრდნობით.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.

მან განაცხადა, რომ პოლონეთი უკვე "ძალიან ყურადღებით აანალიზებს რუსების სავიზო განაცხადს:. მისი თქმით, უკვე დღეს "რუსეთიდან [პოლონეთში] დიდი რაოდენობით ვიზიტები არ არის, ისინი მინიმუმამდეა შემცირებული."

"ჩვენ ომის პერიოდში ვართ, ეს არის საგანგებო მდგომარეობა, ომი მიმდინარეობს ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრის მიღმა და ამიტომ რუსმა აგრესორმა უნდა იგრძნოს მისი შედეგები", - აღნიშნა მორავიეცკიმ.

მან თქვა, რომ მომავალში აუცილებელია ჰუმანიტარული ვიზების გაცემა რუსებისთვის, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან პუტინის რეჟიმს.

"მაგრამ ვერ წარმომიდგენია ვითარება, რომ უკრაინაში ომი იყოს, რუსული არმია სასტიკ დანაშაულებს ჩადიოდეს - ყოველივე ეს ხომ კრემლის თანხმობით, ცოდნით, ნებართვით და თუნდაც წაქეზებით ხდება. იმავდროულად, რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ ევროკავშირში ისე შევიდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა", - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

მან აღნიშნა, რომ ყველამ გაიგო, როგორ ისვენებდა კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის მეუღლე ცოტა ხნის წინ საბერძნეთის პლაჟებზე.

"ასეთი მაგალითი ბევრია. ეს რაღაც ღრმად არასწორია, ამიტომ პოლონეთი ცდილობს მიუთითოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ეს სიტუაცია არასწორია", - განაცხადა მორავიეცკიმ.

მსგავსი სიახლეები