მოსკოვის ბიზნეს ცენტრს დრონი დღესაც დაესხა თავს
1 აგვისტოს ღამით, რუსეთის დედაქალაქს დრონები დაესხნენ თავს, ერთ-ერთი მათგანი მოსკოვის ბიზნეს ცენტრს დაეჯახა.
"მოსკოვზე შეტევის მცდელობისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა. ერთი "მოსკოვის სითის" იმავე შენობას, რომელიც წინა დღეს. დაზიანებულია 21-ე სართულის ფასადი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება მუშაობს." - თქვა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.
რუსული მედია და ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ვიდეოებს, რომელზეც ასახულია ბიზნეს ცენტრზე დრონის დაჯახების მომენტი.
გავრცელებული ინფორმაციით, "მოსკოვის სითისთან" აფეთქების შემდეგ, კვამლი გამოჩნდა.
ტელეგრამის არხები ასევე იუწყებიან აფეთქებების ხმები იყო კუბინკასა და ოდინცოვოს გარეუბნებში.
მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა დრონების თავდასხმა. სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის დედაქალაქს სულ სამი უპილოტო საფრენი აპარატი უტევდა.
მათ განაცხადეს, რომ ორი უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ოლქის ოდინცოვოსა და ნაროფომინსკის ოლქების ტერიტორიაზ გაანადგურესე, ხოლო მესამე დრონი ელექტრონული ომის საშუალებებით ჩაახშეს და ის "მოსკოვის სითის" არასაცხოვრებელი შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე დაეცა.