მოსკოვის რეგიონში ГРУ-ს მაღალი რანგის ოფიცერი მოკლეს
მოსკოვის რეგიონში უცნობმა პირმა ესროლა უკრაინის ომის მონაწილე ნიკიტა კლენკოვს, სამხედრო ნაწილის უფროსის მოადგილეს და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცერს.
ამ ინფორმაციას РБК ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის ოლქის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონო ფლობის მუხლით.
გეოლოკაციის მონაცემების მიხედვით, კლენკოვმა უბრძანა Yandex.Food-ით საჭმელი გამოიძახა ГРУ-ს შტაბბინაში და ეწვია კლინიკას ГРУ-ს შენობის გვერდით.
როგორც Baza განმარტავს, ოფიცერს სოფელ მელენკის გზაზე უცნობმა პირმა ესროლა. მკვლელმა მანქანის ფანჯრიდან გაისროლა. საგამოზიებო ორგანოები ნაცრისფერი Mitsubishi Outlander-ის მძღოლს ეძებენ. გამოცემის ინფორმირებული წყაროების ცნობით, მკვლელმა სამხედროს რვა ტყვია ესროლა.
უშიშროების ძალებთან დაახლოებულმა წყაროებმა Telegram-ის არხ 112-ს განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს 9მმ-იანი პისტოლეტის ვაზნები.