მუქარების შემდეგ უნგრეთი რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას მაინც დათანხმდა

ევროკავშირისა და უკრაინის წამოყენებული ულტიმატუმებისა და მუქარების მიუხედავად, უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანი მაინც დათანხმდა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელებას. 

ინფორმციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg  და Politico ავრცელებს. 

გასულ კვირებში ორბანი იმუქრებოდა, რომ თუ უკრაინა საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენას არ დათანხმდებოდა, უნგრეთი დაბლოკავდა რუსეთის დაწესებული სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილებას. 

წყაროების ცნობით, ორბანმა მოითხოვა, რომ საბოლოო კომუნიკეში ხაზი გაესვას ევროპის კავშირის ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხობის მნიშნველობას. 

"მათ უბრალოდ დრამა მოსწონთ"- ამბობს Politico-სთან საუბარში ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი, უნგრელ კოლეგებზე საუბრისას. 

ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკა რეჟიმის ყოველ 6 თვეში გადახედვას და და კვლავ ნახევარი წლით გაგრძელებას ითვალისწინებს. დასავლური პრესა წერდა, რომ გაერთიანებას არ ჰქონდა სათადარიგო გეგმა, იმ შემთხვევაში თუ კი ოფიციალური ბუდაპეშტი გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებდა. 

ევროპელი დიპლომატების ცნობით, უნგრელების გადაწყვეტილებაზე შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციამ იქონია გავლენა, რომელსაც ერთ-ერთი წყაროს ცნობით, "ძალიანაც მოსწონს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები."

მსგავსი სიახლეები