უკრაინის არმიის აღჭურვილობის შესაკეთებლად ნატო პოლონეთში ლოგისტიკურ ცენტრს გახსნის

ნატო ჟეშოვში (პოლონეთი) აშენებს ცენტრს, რათა მოემსახუროს დასავლურ აღჭურვილობას, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველზე იყენებს.

ამ ინფორმაციას 28 ივლისს კანადური The Globe and Mail ავრცელებს.

ობიექტი ლოგისტიკური და ტექნიკის სარემონტო ცენტრი იქნება.

გამოცემის წყაროს ცნობით, მისი მთავარი ამოცანა იქნება უკრაინული ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის შეკეთება. მან აღნიშნა, რომ სერვის ცენტრი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან პარტნიორობით შეიქმნება.

ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი სამხედროები, სავარაუდოდ, მუდმივად განთავსდებიან ბაზაზე. ამასთან, მისი თქმით, ინიციატივა ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული და უცნობია, როდის შეიძლება დაიწყოს პროექტის მშენებლობა.

The Globe and Mail-ის კითხვაზე, ნატოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ალიანსი "მნიშვნელოვნად აძლიერებს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს ბლოკის ყველა წევრისთვის."

მსგავსი სიახლეები