NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს
ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით 90 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. მიზანი კი იმის ჩვენებაა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რუსეთის ფედერაციის საზღვრამდე, თითოეული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა შეუძლია.
„Steadfast Defender 24-ის“ წვრთნებში, რომელიც 2024 წლის იანვარში დაიწყება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება, მონაწილეობას ნატო-ს 31-ვე წევრი, ასევე ალიანსის პარტნიორი შვედეთი, მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და ნატო-ს წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანეს. ფინეთი ალიანსს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი კი ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული უნგრეთსა და თურქეთს.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მოსკოვიდან მომავალი საფრთხის შეკავების მიზნით, ნატო-მ აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა.
„ნატო ახლა არის უფრო ძლიერი და მომზადებული, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ერთად გადავდგით უზარმაზარი ნაბიჯები კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად, თუმცა პოტენციურ საფრთხეებთან გასამკლავებლად, კიდევ უფრო მეტის გაკეთება გვჭირდება“, - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, რობ ბაუერი.
წვრთნები სახელწოდებით „Steadfast Defender 24“ ცხადყოფს, რომ ნატო-ს შეუძლია თვეების განმავლობაში ათასობით კილომეტრის მანძილზე განახორციელოს კომპლექსური და მრავალდომენიანი წვრთნები - ჩრდილოეთიდან დაწყებული, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით, ნებისმიერი პირობების გათვალისწინებით.