ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაუანონსებელი ვიზიტით კიევს ეწვია. ამის შესახებ The Kyiv Independent წერს.

ხუთშაბათს დილით სტოლტენბერგი უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, მიხაილოვსკის მოედანზე დააფიქსირეს.

Kyiv Independent-მა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ნატოს გენერალური მდივანი დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.

ვიზიტის წინა დღეს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული მუქარის მიუხედავად, დასავლელი მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ.

მსგავსი სიახლეები