ნენსი პელოსი: მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი უკრაინელი ხალხისთვის

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, კიევში, დაუგეგმავი ვიზიტით დღეს ჩავიდა, რითიც ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი გახდა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, უკრაინას ეწვია. 

კონგრესის დელეგაციასთან ერთად, ნენსი პელოსიმ შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან გამართა.

"როდესაც ჩვენ დავბრუნდებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, უფრო მეტად ინფორმირებული და ღრმად შთაგონებული, მზად ვიქნებით გავაკეთოთ ყველაფერი, რაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იქნება საჭირო, რადგანაც ისინი დემოკრატიას საკუთარი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის იცავენ"

კიევის შემდეგ, ამერიკელი პოლიტიკოსების დელეგაცია ვარშავაში გაემგზავრება, სადაც პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები