ნეთანიაჰუ: საბოლოო სიტყვა ჯერ არ გვითქვამს, ოპერაცია გრძელდება

დაახლოებით ერთი საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზის სექტორზე მასირებული სახმელეთო და საჰაერო შეტევა წამოიწყეს. მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისაუბრა.

"ჩვენ ვთქვით, რომ ჰამასს ძვირს გადავახდევინებდით, ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ, და კიდევ უფრო დიდი ძალით გავაგრძელებთ. საბოლოო სიტყვა ჯერ არ გვითქვამს, ხოლო ეს ოპერაცია იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება",- ამბობს ნეთანიაჰუ. 

ისრაელის პრემიერის განცხადებით, ქვეყანა ამ დროისთვის ორ ფრონტზე იბრძვის და ღაზის სექტორიდან განხორციელებულ შეტევების პარალელურად, შერეული მოსახლეობით დასახლებულ ქალაქებში სამოქალაქო მღელვარების ჩაცხრობა უწევს.

ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ  მთავრობა მალე აღადგენს სრულ კონტროლს და დაამყარებს წესრიგს. პრემიერმა ებრაელებს მოუწოდა უარი თქვან აგრესიაზე და არ შევიდნენ დაპირისპირებაში ეთნიკურ არაბებთან.

მსგავსი სიახლეები