ნეთანიაჰუ: ჩვენი პასუხი ჰამასის თავდასხმაზე შეცვლის ახლო აღმოსავლეთს

ბიბი ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის პასუხი ჰამასის მიერ ორგანიზებულ თავდასხმაზე შეცვლის მთლიან რეგიონს. 

ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის სამხრეთში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 

"ვიცი, რომ თქვენ საშინელი და სასტიკი დღეები გქონდათ, ის რისი გავლაც ჰამასს მოუწევს უარესი იქნება, ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ბრძოლას და ჩვენ ჯერ მხოლოდ ვიწყებთ",- განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ გამძლეობისთვის და უთხრა, რომ ბრძოლაში გამარჯვებას გარკვეული დრო დასჭირდება. 

"ხალხი თქვენს დასახმარებლად ყველა ქვას გადააბრუნებს, გთხოვთ იდგეთ მყარად, რადგანაც ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს",- განაცხა ნეთანიაჰუმ. 

კონტექსტი 

გამოცემა Walla-ს ცნობით, ჯო ბაიდენთან საუბარში ბიბიმ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს მოუწევს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება. 

ამ დროისთვის ისრაელმა ღაზას სრული ბლოკადა გამოუცხადა - სექტორს შეუწყდა წყლის, ელექტროენერგიის და საწვავის მიწოდება. BBC-ის ცნობებით, ისრაელის არმიამ დაიწყო ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის ბლოკირებაც, სადაც 2.5 მილიონამდე პალესტინელი ცხოვრობს. 

ბოლო საათებში ჰამასმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა იერუსალიმის მიმართულებით. ვითარება მწვავდება ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე. ისრაელის არმიის ინფორმაციით, დილის საათებში ლიბანის მხრიდან დივერსიული ჯგუფი გადმოვიდა, თუმცა ისინი მალევე გაანეიტრალეს. 

ამ დროისთვის, ისრაელი კვლავ ამაგრებს ლიბანის საზღვრის მონაკვეთს, ბოლო მონაცემებით მუშაობს ისრაელის არმიის მოიერიშე ვერტმფრენები. თავის მხრივ ჰეზბოლა, რომელიც ლიბანის მხრიდან აკონტროლებს საზღვარს უარყოფს სარაკეტო დარტყმებს ისრაელზე. 

 

მსგავსი სიახლეები