ნეთანიაჰუ: ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომში გამარჯვების გზაზეა
თელ-ავივში, კირიას სამხედრო შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს ჰამასის წინააღმდეგ ომში ვერავინ შეაჩერებს.
"რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება," - პირობა დადო პრემიერმა.
ნეთანიაჰუს თქმით, რომ ქნესეთში წარდგენილი 2024 წლის განახლებული ბიუჯეტი, რომელიც ოპოზიციამ კვეთრად გააკრიტიკა, ქვეყანას "ომის გაგრძელების საშუალებას მისცემს."
"ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ და არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ", - აღნიშნა მან. "ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე და არ გავჩერდებით."
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან ამ კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ "ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, ეს ასევე თქვენი ომია."
პრემიერ-მინისტრის თქმით, "თვალთმაქცური თავდასხმა არის მორალური ფსკერი ერების ისტორიაში." ამით მან ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის ბრალდებას უპასუხა.
"ახალი ნაცისტების მხარდამჭერები ბედავენ დაგვადანაშაულონ გენოციდში," - განაცხადა ნეთანიაჰუმ და სამხრეთ აფრიკა "ბავშვების დამწველების" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ისრაელი "აწარმოებს უპრეცედენტოდ მორალურ და სამართლიან ომს ჰამასის მონსტრების - ახალი ნაცისტების წინააღმდეგ."
"ანტისემიტიზმი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ებრაელი ხალხის სტატუსი შეიცვალა - ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, ჯარი და გმირი ჯარისკაცები, რომლებიც იცავენ ჩვენს ხალხს." - აღნიშნა მან.