ნეთანიაჰუ: პალესტინის ადმინისტრაცია არ არის ღაზას სამართავად შესაფერისი

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუსვეს შეკითხვა, რამდენად ეთანხმება აშშ-ის ხელისუფლების ინიციატივას, რომ ღაზა პალესტინის ადმინისტრაციამ უნდა მართოს.

ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ პალესტინის ხელისუფლება თავისი ამჟამინდელი ფორმით "არ არის ამისათვის შესაფერისი."

მისი თქმით, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კვლავ უარს ამბობს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის დაგმობაზე და მისი ზოგიერთი მინისტრი "ზეიმობს მომხდარს."

მან აღნიშნა, რომ ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ ჰამასის განადგურებისა და მძევლების დაბრუნების აუცილებლობაზე.

"და მე მჯერა, რომ ჩვენ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას ამაზეც: რომ შეუძლებელია ღაზაში სამოქალაქო მთავრობის არსებობა, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს, ხელს უწყობს ტერორიზმს, აფინანსებს ტერორიზმს და წვრთნის ტერორიზმს." - თქვა ისრაელის პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები