ნიდერლანდები უკრაინას 25 ჯავშანმანქანა YPR-ს გადასცემს
12 თებერვალს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, ნიდერლანდებმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა.
ამ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა რამშტაინის შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს 25 ჯავშანმანქანა YPR-ს დაჭრილების გადასაყვანად.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ ნიდერლანდებმა ჩეხეთთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით უკრაინას გადასცა დაპირებული T-72-ის საბრძოლო ტანკები.
ბრეკელმანსმა ცალკე დაადასტურა, რომ უკრაინამ ახლახან მიიღო ჰოლანდიური F-16-ის გამანადგურებლების ახალი პარტია.
"განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინელები ფრონტის ხაზზე იბრძვიან, ჩვენ მუდმივად უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ, მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ძალის დახმარებითაა შესაძლებელი." - აღნიშნა მინისტრმა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას გადასცემს მობილურ ლაბორატორია JDEAL-ს, რომელიც შედგება 13 კონტეინერისა და ტექნიკური აღჭურვილობისგან.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნიდერლანდები უკრაინას 10 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, საიდანაც 6 მილიარდის უკრაინამ უკვე მიიღო.