ნიდერლანდები უკრაინას ერთის მაგივრად Patriot-ის 2 ბატარეას გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას Patriot-ის 2 ბატარეას გადასცემს, მანამდე ცნობილი იყო, რომ შეთანხმება 1 ბატარეის გადაცემას ითვალისწინებდა. 

ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილშია საუბარი. 

"ნიდერლანდები მონაწილეობს აშშ-სა და გერმანიის თანამშრომლობის პროექტში, რომელიც უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების, მისი რაკეტების, სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების გადაცემას ითვალისწინებს. ამ სისტემების მიწოდება უნიკალურ და ძალიან რთულ ოპერაციას წარმოადგენს, რომელიც ნიდერლანდების მხრიდან Patriot-ის 2 ბატარეისა და რაკეტების გადაცემას გულისხმობს",- ნათქვამია წერილში. 

ამავე წერილის მიხედვით, ნიდერლანდები უკრაინელ სამხედროებს აღნიშნული სისტემების გამოყენებაშიც გაწვრთნის. გარდა ამისა, 65 ნიდერლანდელი ოფიცერი 400-ზე მეტ უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. 

კონტექსტი

ნიდერლანდებს სულ Patriot-ის 3 ბატარეა აქვთ, კიდევ 1 რეზერვშია. სისტემას შეუძლია ვერტმფრენების პილოტერიბადი და უპილიტო საფრენი აპარატების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება 20-დან 80 კილომეტრამდე რადიუსში. 

ნიდერლანდების განზრახვა Patriot-ებთან დაკავშირებით 17 იანვარს პრემიერმა მარკ რიუტემ გააჟღერა, თუმცა თავდაპირველად საუბარი მხოლოდ 1 დანადგარზე იყო. 

ომის დაწყებიდან ამ დრომდე ნიდერლანდებმა უკრაინას 850 მილიონი დოლარის ღირებულების შეი

 

მსგავსი სიახლეები