ნიდერლანდების პრემიერი რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში: ფაქტობრივად ეს ჩვენი ომია
ნიდერლანდები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს. ამის შესახებ 17 ივნისს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა De Telegraaf.
მისი თქმით, ნატო რუსეთთან კონფლიქტში არ შევა, მაგრამ ნიდერლანდები, როგორც ცალკე სახელმწიფო, უკრაინას ფინანსურ და თავდაცვით დახმარებას უწევს, მათ შორის მძიმე შეიარაღებას აწვდის.
რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰოლანდია არ იბრძვის რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ მან განაცხადა: "ფაქტობრივად, ეს ჩვენი ომია".
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება "ნამდვილად მნიშვნელოვანია" და შეეცდება "ყველაფერი გააკეთოს" ამ გამარჯვების დასაახლოებლად.