ნიდერლანდების საგარეო მინისტრი: ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის სტანდარტებთან
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ვოპკე ჰოეკსტრა, საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის" შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ეხმიანება.
ნიდერლანდელი დიპლომატი წერს, რომ შეშფოთებულია კანონპროექტით, რომელიც, მისი თქმით, "აფერხებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან საქმიანობას და შეუსაბამოა ევროკავშირის სტანდარტებთან".
ვოპკე ჰოეკსტრა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უერთგულოს კანონის უზენაესობას დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, "მშვიდობიანი პროტესტის უფლების ჩათვლით".