ნიგერიის ეკლესიაში ჭყლეტის შედეგად მინიმუმ 31 ადამიანი დაიღუპა
პოლიციის ცნობით, სამხრეთ ნიგერიის ქალაქ პორტ ჰარკურტში ეკლესიაში ჭყლეტის დროს სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
ასობით ადამიანმა, რომლებიც შაბათს დილით ეკლესიაში საკვების მისაღებად გამოცხადდნენ, გაარღვიეს კარიბჭე, რამაც გამოიწვია ჭყლეტა, თქვა გრეის აირინგ-კოკომ, პოლიციის სპიკერმა რივერსის შტატში, რომლის დედაქალაქიცაა პორტ ჰარკორტი.
"ხალხი ადრე მოვიდა, ზოგიერთმა აჩქარება დაიწყო, რამაც შენობის გაჭედვა გამოიწვია. პოლიცია ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს, სანამ გამოძიება მიმდინარეობს", - განუცხადა ირინგე-კოკომ Reuters-ს.