ნიგერიაში წყალდიდობას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიაში წყალდიდობის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ 16 ოქტომბერს ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა სადია ომარ ფარუკმა განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიის შედეგად 2400 ადამიანია დაზარალდა. ფარუკის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. გარდა ამისა, დაახლოებით 200 000 სახლი წყალმა გაანადგურა ან სერიოზულად დააზიანა.
ნიგერიაში წვიმების სეზონია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნიგერი და მისი უდიდესი შენაკადი ბენუე ადიდდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. ქვეყნის პრეზიდენტის, მუჰამადუ ბუჰარის თქმით, სტიქიამ 36 შტატი დააზარალა. ყველაზე მეტად ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატები ბორნო, იობე და ადამავა დაზარალდნენ.
გასულ კვირას მთავრობამ სტრატეგიული მარაგებიდან ხალხისთვის საკვების მიწოდება უკვე დაიწყო.
სტიქიის შედეგად დაახლოებით 450 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა განადგურდა. ხელისუფლება ახლა შიშობს, რომ დაბინძურებული წყალი ასევე ინფექციების გავრცელების საფრთხეს ქმნის.