ნიგერიაში ორ მილიონზე მეტ ვაქცინას ვადა გაუვიდა

 

ბოლო ორ კვირაში, ნიგერიაში 2 მილიონზე მეტ AstraZeneca-ს ვაქცინას ვადა გაუვიდა. ვადაგასული ვაქცინები აბუჯას შემოგარენში, ბულდოზერებით გაანადგურეს.

ქვეყნის ჯანდაცვის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფაისალ შუაიბმა განაცხადა, რომ ვაქცინების განადგურება აუცილებელია, რათა მოსახლეობას ვაქცინაციის მიმართ ნდობა ჰქონდეს.

"ჩვენ ნიგერიელებთან დადებული პირობა შევასრულეთ და გამჭვირვალეები ვართ", - თქვა შუაიბმა.

განადგურებული ვაქცინები ნიგერიამ Covax პლატფორმით, ევროპული ქვეყნებისგან მიიღო.

____________________________

ქვეყანაში გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 2000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ნიგერიის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ია სრულად აცრილი.

 

მსგავსი სიახლეები