ნიგერია: ნავის ჩაძირვის შედეგად 130-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა
ნაგერიაში ნავის გადატეხის შედეგად 130-ზე მეტი ადამიანი წყალში ჩაიძირა. მგზავრების უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. ისინი ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში, ნიგერიდან ქებიში მიდიოდნენ.
ადგილობრივი პოლიციის თქმით მყვინთავები და მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ. თუმცა, დიდი ალბათობით, მათი უმრავლესობა ვერ გადარჩება.
“სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მაგრამ მხოლოდ 22 ადამიანი გადარჩა და ერთი ცხედარია ნაპოვნი,” - განაცხადა ნგასკის ოლქის გუბერნატორმა, აბდულაჰი ბუჰარი ვარამ.
“დაახლოებით 140 მგზავრი ისევ იძებნება.”
უბედური შემთხვევის მიზეზად ნავის გადატვირთულობა სახელდება. წესით, მას მხოლოდ 80 მგზავრი უნდა გადაეყვანა.
ადამიანებთან ერთად ნავზე ტომრებით ქვიშა იყო, რომელსაც ოქროს მაღაროებში მოიპოვებენ.