შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ნიგერიის ციხიდან 1,800 პატიმარი გაიქცა

სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიის ერთ-ერთ ციხეზე თავდასხმის შემდეგ 1,800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. თავდამსხმელები მძიმედ იყვნენ შეიარაღებული. თავდასხმის დროს, მათ გამოიყენეს ასაფეთქებლებიც.

 

“მე შემიძლია დავადასტურო, რომ ოვერის ციხეს უცნობი შეირაღებული პირები დაესხნენ თავს”, - ნათქვამია ნიგერიის პენიტენციური სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადებაში. მისი თქმით, თავდამსხმელები პიკაპის ტიპის მანქანებით და ავტობუსებით მივიდნენ დაწესებულებამდე.

 

ნიგერიის ამ რეგიონს დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდნენ ადგილობრივი სეპარატისტები. ამბოხებულებს და ფედერალური უწყებების შენაერთებს შორის ხშირად ხდებოდა მსგავსი დაპირისპირებები. მათი ორგანიზაცია “ბიაფრას აბორიგენი ხალხის” შეიარაღებული მებრძოლების წრთვნების ფოტოები ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელებში.

 

თუმცა, ორგანიზაცია კატეგორიულად უარყოფს ციხეზე თავდასხმასთან კავშირს.

 

წყარო:

france24.com

 

 

მსგავსი სიახლეები