ნიკოლაევში მოსკოვის ქუჩას მარიუპოლის ქუჩა ეწოდა

ნიკოლაევში მოსკოვის ქუჩას მარიუპოლის - ეწოდა. ამის შესახებ 29 მარტს ფეისბუქზე ნიკოლაევის მერის მრჩეველმა ივან სმირენსკიმ განაცხადა.

"რაშისტებს შეუძლიათ დაანგრიონ ჩვენი სახლები, რამდენიც უნდათ, დაანგრიონ ინფრასტრუქტურა, დააშინონ და დაატერორონ მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ ვერასდროს გაიგებენ რა არის ნამდვილი თავისუფლება, ისტორია და მომავალი! ჩვენ კი დღეს ვწერთ ჩვენს ისტორიას - ნიკოლაევში აღარ იქნება მოსკოვის ქუჩა. ნიკოლაევში მას მარიუპოლის ქუჩა დაერქმევა!" - წერს სმირენსკი.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ნიკოლაევის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა მიიღო.

"დარწმუნებული ვარ, ეს გახდება თავისუფალი ნიკოლაევის სიამაყე, აყვავებული მარიუპოლი კი დამოუკიდებელი უკრაინის ნამდვილი სიამაყე. მარიუპოლო, მოითმინე! ჩვენ ყველაფერს ავაშენებთ და აღვადგენთ! ყველაფერი იქნება უკრაინა", - აღნიშნა მერის მრჩეველმა.

მსგავსი სიახლეები