ნორვეგია ალკოჰოლის გაყიდვაზე შეზღუდვებს აწესებს

 

კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად ბევრი ქვეყანა დამატებით შეზღუდვებს აწესებს.

ქვეყანაში კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტით ინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ვირუსის ამ ტემპით გავრცელების შემთხვევაში 90 000 ინფიცირების დღიური შემთხვევა დაფიქსირდება.

ნორვეგიის ხელისუფლებამ შემდეგი 4 კვირის განმავლობაში ბარებში, ღამის კლუბებსა და რესტორნებში ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალა.

მთავრობა კომპანიებს საბანკო გარანტიებს მისცემს, მაგრამ ის ბიზნესები, რომლებსაც წლის ბოლოს მოგება ექნებათ, ბიუჯეტში სახელმწიფო დახმარება უნდა დააბრუნონ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორმა ნორვეგიელებს მოუწოდა შობა თავიანთ საყვარელ ადამიანებთან ერთად იზეიმონ, თუმცა კონტაქტების რაოდენობა შეამცირონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.

 

 

მსგავსი სიახლეები