ნორვეგია უკრაინას $1 მილიარდს გადასცემს
ნორვეგია უკრაინას 10 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (დაახლოებით $1 მილიარდი) დახმარებას გადაურიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობის ვებ-გვერდი პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ სტერეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვარაუდობენ, რომ აღნიშნული თანხა ორ წელიწადში დაიხარჯება, თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი 2022 წელს გადაირიცხება.
"დახმარება ჰუმანიტარული დახმარებასა და რეკონსტრუქციაში დაიხარჯება, ასევე უკრაინის სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის იარაღითა და საბიუჯეტო დახმარებისთვის. ნორვეგიადათანხმდა სამი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის უკრაინისთვის გადაცემას". - ნათქვამია განცხადებაში.
სტერემ თქვა, რომ ნორვეგია "უკრაინელ ხალხთან ერთადაა".
ქვეყნის მთავრობამ აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ნორვეგიამ 2022 წელს უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებს დაახლოებით 2.1 მილიარდი ნორვეგიული კრონი (დაახლოებით $210 მილიონი) გამოუყო.
1 ივლისს ნორვეგიის პრემიერი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.