ნორვეგია უკრაინას ანტი-სატანკო რაკეტა Hellfire-ებს გადასცემს

ნორვეგია უკრაინას 160 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Hellfire-ს, გამშვებ მოწყობილობებს და დაზვერვის ბლოკებს გადასცემს. ამის შესახებ 8 სექტემბერს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბერნ არილდ გრემმა განაცხადა.

"ეს არის იარაღი, რომელიც უკრაინამ მოითხოვა და გამოადგება რუსულ ჯარებთან ბრძოლაში. რაკეტა მარტივი სამართავია, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ", - თქვა მან.

გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიის შეიარაღებულმა ძალებმა გაგზავნამდე რაკეტების მდგომარეობა შეამოწმეს, ასევე უკრაინელმა სამხედროებმა Hellfire-ის გამოყენების სწავლება გაიარეს.

"ახლა ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა გადავიტანთ სამხედრო სისტემები და აღჭურვილობა ჩვენი მარაგებიდან. მომავალში ჩვენ მოგვიწევს მჭიდრო თანამშრომლობა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, რათა უკრაინისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკის მიწოდება შევძლოთ. ეს ასევე უზრუნველყოფს უკრაინისთვის უფრო თანამედროვე და ეფექტური აღჭურვილობის მიწოდებას", - განაცხადა გრამმა.

მსგავსი სიახლეები