ნორვეგიაში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი კაცი დააკავეს

ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს.

უწყების თანახმად, დაკავებული ნორვეგიის "ფუნდამენტური ეროვნული ინტერესების საფრთხეს" წარმოადგენდა.

ეჭვმიტანილი თავს ბრაზილიელ პროფესორად ასაღებდა, თუმცა ნორვეგიული უწყებების ცნობით, სინამდვილეში რუსია.

რუსეთის საელჩო ნორვეგიაში აცხადებს, რომ დაკავებულის ვინაობის შესახებ არაფერი იციან.

დაპატიმრებული კაცი ნორვეგიის ჩრდილოეთით, ტრომსოს უნივერსიტეტში უხელფასო მკვლევრად მუშაობდა, რამაც სამართალდამცველებს მის უკანონო საქმიანობაზე ეჭვი გაუჩინა.

ნორვეგიის უშიშროების სამსახურის თანახმად, დაკავებული ნორვეგიაში რუსების "არალეგალების" პროგრამის ფარგლებში მოხვდა.

ამ პროგრამას ჯერ კიდევ ცივი ომის დროს КГБ იყენებდა - ის გულისხმობს უცხო ქვეყნებში გაყალბებული იდენტობით აგენტის შეშვებას. თავის მხრივ, ეს აგენტი მუშაობს, რომ ადგილზე შპიონების ქსელი ააწყოს.

გასულ კვირებში ნორვეგიაში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით არაერთი ადამიანი დააკავეს. მათ შორის რვა ადამიანს ბრალად ედებოდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის თვალთვალი და ფოტოების გადაღება.

 

მსგავსი სიახლეები