ნორვეგიელები უკრაინისთვის Bayraktar-ის შესაძენად თანხას აგროვებენ

ნორვეგიაში ვებ-გვერდ Spleis-ზე თანხის შეგროვება დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თურქული უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar-ის შესაძენად.

"აჩუქეთ ნორვეგიელებისგან Bayraktar უკრაინელ ხალხს - გამოუცხადეთ სოლიდარობა უკრაინის ბრძოლას პუტინის წინააღმდეგ. ლიეტუვამ სამი დღის განმავლობაში შეაგროვა ერთი Bayraktar-ის თანხმა, პოლონეთმა სამი Bayraktar-ის თანხა შეაგროვა, უკრაინამ რამდენიმე დღეში სამი Bayraktar-ის თანხა შეაგროვა. რა თქმა უნდა, ნორვეგიამ იგივე უნდა გააკეთოს", - ნათქვამია განცხადებაში.

დაგეგმილია 55 მილიონი ნორვეგიული კრონის (დაახლოებით 5.2 მილიონი ევრო) მოზიდვა.  

ინიციატივის ავტორი ნორვეგიელი ადვოკატი ბენგტ ერიკ უოლდოუა.

მან განაცხადა, რომ პირველი 1000 შემომწირველი, რომლებიც 250-ზე მეტ კრონს ჩარიცხავს, შეძლებს მონაწილეობა მიიღოს დრონის სახელის არჩევაში.

მსგავსი სიახლეები