NYT: აშშ რუსეთის უკლებლივ ყველა სპეცსამსახურიდან იღებს ოპერატიულ ინფორმაციას
სოციალურ ქსელებში გამოჟონილი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები მოწმობს აშშ-ს ს სადაზვერვო უწყებების ღრმა პენეტრაციაზე რუსეთის უკლებლივ თითოეულ სპეცსამსახურში.
ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.
დოკუმენტების მიხედვით ნათელი ხდება, რომ ვაშინგტონი დროულად იღებს სანდო ინფორმაციას იღებს რუსეთის სპეცსამსახურებიდან. მათ შორის ერთ-ერთ დოკუმენტში განხილულია რუსეთის გენშტაბის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც უკრაინისთვის გადაცემული Leopard-ის ტიპის ტანკების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს ეხება.
დოკუმენტებიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ აშშ-ს სპეცსამსახურები რეალური დროის რეჟიმში აფრთხილებდნენ უკრაინელ კოლეგებს რუსეთის მიერ მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების კონკრეტულ ლოკაციებსა და ზუსტ დროზე. რაც უკრაინას თავდაცვითი ზომების მიღების საშუალებას აძლევდა.
გარდა ამისა გამოჟონილი დოკუმენტებიდან ცნობილი ხდება, რომ აშშ ასევე უთვალთვალებს უკრაინის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ეს ადასტურებს გავრცელებულ წარმოდგენას, რომ ვაშინგტონი ცდილობს უფრო მკაფიო სურათი შეიქმნას უკრაინის სამხედრო გეგმებთან დაკავშირებით.
"აღნიშნული დოკუმენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს გავრცელებულ წარმოდგენას, რომ აშშ-ს აქვს გაცილებით უფრო მკაფიო წარმოდგენა რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ, ვიდრე უკრაინაზე",- ნათქვამია გაზეთის მიერ მომზადებულ მასალაში.
კონტექსტი
გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში აშშ-ს თავდაცვის უწყების მიერ მომზადებული ასობით საიდუმლო დოკუმენტი გავრცელდა. მათ შორის დოკუმენტები ეხება უკრაინის მიერ დაგეგმილ კონტრიერიშს, დანაკარგების თანაფარდობას, რუსეთის სამხედრო გეგმებს.
დოკუმენტების ნაწილი ეხება მსოფლიოს სხვა რეგიონებს მათ შორის ახლო აღმოსავლეთს, ჩინეთის სამხედრო აქტივობებს და აშშ-ს მოკავშირეების გეგმებს.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყო, ჯერჯერობით რთული სათქმელია თუ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ დოკუმენტების გაჟონვის ფაქტი აშშ-ს სადაზვერვო უწყებების ძალისხმევისთვის.
დოკუმენტების ნაწილი სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ მარტის ბოლოს Discord-სა Minecraft-ის პლატფორმებზე გავრცელდა.
უკრაინის ხელისუფლებაში გავრცელებულ დოკუმენტებს ყალბი უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების საინფორმაციო სპეცოპერაციაა.