NYT: აშშ უკრაინას ბირთვული დარტყმის აღმომჩენ დეტექტორებს გადასცემს

აშშ-ს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული სამმართველო უკრაინას რადიაციის მკვეთრი ზრდის ადრეული აღმომჩენ დეტექტორებს გადასცემს. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ამგვარ მოწყობილებებს შეუძლიათ, როგორც ბირთვული იარაღის, ასევე, ე.წ. ბინძური ბომბის აფეთქების ადრეული დეტექცია. გარდა ამისა ამ მოწყობილობების საშუალებით შესაძლებელია პირველადი წყაროს მყისიერი დადგენა. 

გაზეთის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინელ სპეიცალისტებს უკვე უტარდებათ შესაბამისი წვრთნები, ხოლო დეტექტორები მთელი რეგიონის პერიმეტრზე დამონტაჟდება - "ეს წაართმევს რუსეთს შესაძლებლობას გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი ისე, რომ პასუხიმგებლობას გაექცეს."

მასალის ავტორების აზრით, ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკრაინაში ყველაზე ცუდი სცენარის განვითარებისთვისაც ემზადება. ექსპერტი მიიჩნევენ, რომ ამგვარი სისტემის აწყობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს რუსეთის გეგმებს განახორციელოს სხვადასხვა ტიპის დივერსიები ან სამხედრო ოპერაციები უცხო დროშის ქვეშ. 

სამმართველოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ სისტემის გამართვის შემდეგ, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ამერიკული მხარე სწრაფად ინფორმაციას, რაც შესაძლებელს გახდის მოსახლეობის დაცვისთვის საჭირო ზომების მიღებას. 

გაზეთის მიერ გამოკითხული სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს სისტემა შესაძლოა გამოიცადოს უახლოეს კვირებში, მას შემდეგ რაც უკრაინა კონტრიერიშს დაიწყებს. 

მსგავსი სიახლეები