NYT: აშშ უკრაინას საზღვაო თავდაცვის შეიარაღებასაც გადასცემს

აშშ-მ დააკმაყოფილა უკრაინული მხარის მოთხოვნა საზღვაო თავდაცვის შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებით და ანტი-სახომალდო რაკეტები სამხედრო დახმარების ახალ, 800 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტში შევა. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

გარდა ამისა ცნობილია, რომ იარაღის მწარმოებელ უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიებთან შეხვედრისას პენტაგონის ჩინოვნიკებმა უკრაინისთვის გადასაცემი საზღვაო თავდაცვისთვის განკუთვნილი სხვა ტიპის შეიარაღებაც მოითხოვეს. 

არსებული ცნობებით, საზღვაო თავდაცვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით პენტაგონში ენთუზიაზმი ერთი-ორად მას შემდეგ გაიზარდა, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო ფლოტის ფლაგმანი კრეისერი მოსკვა უკრაინული წარმოების რაკეტა ნეპტუნით გაანადგურეს. ამან დაადასტურა, რომ უკრაინის მოთხოვნა საზღვაო თავდაცვის იარაღთან დაკავშირებით, მართლაც ადეკვატური და საჭირო იყო. 

პენტაგონის მაღალჩინოსნების აზრით, მოსკვას განადგურებამ რუსეთის კალკულაციები მნიშვნელოვნად შეცვლა - აქამდე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ზღვაში დაუსჯელად ემოქმედათ, ახლა კი იძულებულები გახდნენ თავიანთი გემები ნაპირიდან მოშორებით გაეყვანათ. 

ფლაგმანი კრეისერის განადგურებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ოდესაში რუსეთის დესანტის გადასხმის შანსი - ოდესის დაცვა კი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო.

მსგავსი სიახლეები