NYT: ბოლო 2 თვეში ვაგნერის სასაფლაოს ფართობი რვაჯერ გაიზარდა

სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ კრასნოდარის მხარეში ვაგნერის სამხედრო ბაზის ახლოს მდებარე სასაფლაოს ზომა ბოლო 2 თვეში რვაჯერ გაიზარდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს

სატელიტური ფოტოებიდან ნათლად ჩანს სასაფლაოს ფართობის ზრდა. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე სულ 170 სასაფლაო - ეს საყურადღებოა იმ ფონზე, რომ ამ სასაფლაოზე მხოლოდ იმ ბოევიკებს კრძალავენ, რომელთა ცხედარს ახლობლები ან ოჯახის წევრები არ გამოუჩნდნა.

გარდა ამის გაზეთმა აღმოიჩნა კრემაციის შედეგად დარჩენილი ფერფლის შესანახი კოლუმბარიუმები - სულ საუბარია 21 კეთელზე და თითოზე 42 ნიშია. 

კონტექსტი

გასულ თვეებში ვაგნერის როლი რუსეთის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მკვეთრად გაიზარდა. სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ევგენი პრიგოჟინის აქტივობების ამსახველი ვიდეოები, რომელიც ომის დაწყებამდე მის კავშირს ვაგნერთან კატეგორიულად უარყოფდა.

სხვადასხვა მონაცემებით ვაგნერის დროშის ქვეშ ჯამურად 50 ათასი ბოევიკი იბრძვის. სწორედ ეს დანაყოფი უტევს ქალაქ ბახმუტს - უკვე 6 თვეა ქალაქთან უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. 

ვაგნერის დანაკარგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა მოსალოდნელია, რომ დანაკარგები ათასებით განისაზღვრება.

მსგავსი სიახლეები