NYT: ევროკავშირი პუტინის ქალიშვილებს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შვილებს სანქციებს დაუწესებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს

ვლადიმირ პუტინის ოფიციალურად 2 ქალიშვილი ჰყავს, მათი სახელებია: კატერინა ტიხონოვა და მარია ვარანცოვა.

წლების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი თავს არიდებდა მისი შვილების საცხოვრებელი ადგილისა და საქმიანობის შესახებ დასმულ კითხვებს. 

ქალების შესახებ კრემლი არანაირი ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებდა. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი წლების განმავლობაში ნიდერლანდებში ცხოვრობდა. 

ასევე, ცნობილია მეორე ქალიშვილის ქორწინების შესახებ ვლადიმირ პუტინის მეგობრის შვილთან, კირილ შამალოვთან. ქორწინება ოფიციალურად სულ 4 წელი გაგრძელდა. 

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ჟურნალისტურ წრეებში ხშირად ვრცელდება ცნობები პუტინის მესამე ქალიშვილზეც.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და აშშ-მ სანქციები დაუწესეს პირადად ვლადიმირ პუტინსაც.

მსგავსი სიახლეები