NYT: გერასიმოვი უკრაინაში იმყოფებოდა, მიზეზი არმიის გადაუჭრელი პრობლემებია
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უკრაინაში იმყოფებოდა. გერასიმოვს სახიფათო ვიზიტის განხორციელება აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე არსებულა რთულმა მდგომარეობამ და რუსეთის არმიის გადაუჭრელმა პრობლემებმა აიძულა.
ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით უკრაინელებმა გერასიმოვის ვიზიტის შესახებ, მას შემდეგ გაიგეს, როცა მათ უკვე აღარ შეეძლოთ მისი აყვანა ან განეიტრალება.
იმ მომენტისთვის, როდესაც უკრაინელებმა დარტყმა მიიტანეს ოკუპანტების საოპერაციო შტაბზე ქალაქ იზიუმში გერასიმოვი უკვე რუსეთში იმყოფებოდა, თუმცა სარწმუნო წყაროებით უკრაინაში ყოფნის პერიოდში გერასიმოვი ამ შტაბში პირადად იმყოფებოდა.
გერასიმოვის უკრაინაში ყოფნას ადასტურებენ გაზეთის წყაროები ამერიკულ სპეცსამსახურებში - მათი ცნობით გერასიმოვი უკრაინაში 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
"ჩვენი დასვკნა ის არის, რომ გერასიმოვი უკრაინაში იმყოფებოდა იმის გამო, რომ რუსეთის არმიის ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია",- ამბობს გამოცემასთან ანონიმური წყარო.
გერასიმოვის ვიზიტი უფრო ლოგიკური ჩანს დასავლური დაზვერვებისა და სამხედრო ანალიტიკოსების შეფასების ფონზე - არსებული კონსენსუსით რუსეთის მასშტაბური შეტევა დონბასში მნიშვნელოვან სირთულეებს განიცდის და უკვე როგორც მინიმუმ რამდენიმე დღით ჩამორჩება დასახულ გრაფიკს.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მართლაც მოახერხეს წინსვლა გარკვეული მიმართულებებით - ისინი იკავებენ რამდენიმე სოფელს, მაგრამ ამავდროულად კარგავენ სხვებს.
"გერასიმოვის ვიზიტი მიანიშნებს, რომ მათთვის [რუსებისთვის] ყველაფერი მაინცდამაინც კარგად არ მიდის. მათ დაკარგეს ათასობით ჯარსიკაცი, საბრძოლო სულისკვეთება ძალიან დაბალია. მათი იერიშები სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით როგორც ჩანს გაიჭედა",- დემოკრატი კონგრესმენი და თავდაცვის კომიტეტის წევრი ჯეისონ კროუ, რომელიც წლების განმავლობაში პროფესიონალი სამხედრო იყო.
არსებული ცნობებით, ვალერი გერასიმოვი უკრაინაში შაბათს, 30 აპრილს ჩავიდა.
ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინულ მედიაში აქტიურად ვრცელდებობდა ინფორმაცია გენერალ გერასიმოვის დაჭრის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ეს ცნობები ოფიციალურად არ დადასტურებულა.
პირველ მაისს გავრცელდება ცნობები კიდევ ერთი რუსი გენერლის ანდრეი სიმონოვის სიკვდილის შესახებ, თუმცა აქამდე არ დაკონკრეტებულა გარემოებები, რომელშიც ეს მოხდა.