NYT: რუსეთის არმიამ ხერსონი აიღო
რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, სამხრეთ უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსეთის არმიამ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი გუშინ რუსეთის არმიის ოფიცერს შეხვდა, რომელიც ამ ტერიტორიაზე სამხედრო ადმინისტრაციის შექმნას გეგმავს.
ოთხშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთ უკრაინის ქალაქი ხერსონი აიღო. უკრაინის მთავრობა მაშინ ამტკიცებდა, რომ ადგილობრივი მუნიციპალური მთავრობა ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა.
დადასტურების შემთხვევაში, ხერსონი იქნება პირველი დიდი უკრაინული ქალაქი, რომელიც რუსეთის არმიამ აიღო.
ქალაქს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ის ყირიმის ნახევარკუნძულს დანარჩენ უკრაინასთან აკავშირებს.