ობამა მხარს უჭერს ბაიდენის გადაწყვეტილებას მეორე ვადით კენჭისყრაზე

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მხარი დაუჭირა ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას მეორე ვადით კენჭისყრაზე. ამის შესახებ ობამამ 25 აპრილს Twitter-ზე დაწერა.

"ვამაყობ იმით, რასაც ჯო ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ მიაღწიეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ის მხარს უჭერდა ამერიკელ ხალხს - და ასე გააგრძელებს ხელახლა არჩევის შემდეგ. მოდით, საქმეს შევუდგეთ!" - თქვა მან.

ბაიდენი ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იყო.

აშშ-ში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ბაიდენმა ოფიციალურად მეორე ვადით კენჭისყრაზე 25 აპრილს განაცხადა. ის ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.

მსგავსი სიახლეები