ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავები "კალიბრებით" აღჭურვეს
25 მაისს Крым.Реалии-ის პროექტის ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლში "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტებით მიმდინაორებდა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავების აღჭურვა.
სევასტოპოლის სამხრეთ ყურეში მდებარე ნავმისადგომებზე, ვარშავიანკას პროექტის შავი ზღვის ფლოტის ორი წყალქვეშა ნავია დამაგრებული, ორმა ბუქსირმა კი თვითმავალი მცურავი ამწე SPK-46150 ერთ-ერთ ასეთ ნავმისადგომზე აიყვანა.
ყურის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნავმისადგომების გვერდით, დგას ორი გრძელი კამაზის სატვირთო ავტომანქანა, მანქანების სატვირთო ნაწილში კი ჩანს სატრანსპორტო და გამშვები კონტეინერები რაკეტებით.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ვარშავიანკას პროექტის ექვსი წყალქვეშა ნავი ჰყავს.
ფრთოსანი რაკეტის მოქმედების რადიუსი 50-300 კმ-მდეა.
თითოეული ეს წყალქვეშა ნავი შეიარაღებულია ოთხი "კალიბრის" რაკეტით. რუსეთი სარაკეტო შეტევებს უკრაინაზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ნავებიდან, ახორციელებს.